შს სამინისტროს გუნდი საფეხბურთო ტურნირის ”ნატო-ს თასი 2017” ჩემპიონი გახდა

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 17:32

შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირში - "ნატო-ს თასი 2017" გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი, ნატო-ს დღეების ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ტურნირი 4-დან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დიღომში მდებარე ოლიმპიურ ქალაქში მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობდა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი ფინალურ შეხვედრაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შსს-ს გუნდს „ნატო-ს თასი“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს. გამარჯვებულებს სოფლის მეურნობის სამინისტრომ საჩუქრად ქართული წარმოების ღვინო გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43