სენატორები კონგრესში სირიაში "ჰიბრიდული ტრიბუნალის" შექმნის ინიციატივით გამოდიან

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 13:09

აშშ-ს კონგრესის ზედა პალატაში სენატორთა ჯგუფმა განსახილველად კანონპროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა განიხილოს ე.წ. ჰიბრიდული ტრიბუნალის შექმნა, რომელიც "სირიაში სამხედრო დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს" გამოიძიებს.

კანონპროექტის ავტორები ორივე პარტიის წევრები, მათ შორის, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერები, რესპუბლიკელი ბობ კორკერი და დემოკრატი ბენ კარდინი, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილი კანდიდატი მარკო რუბიო არიან.

კანონპროექტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 180 დღისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და უწყების სხვა მაღალი რანგის თანამშრომლები შეიმუშავებენ სირიაში, გარდამავალ პერიოდში, მართლმსაჯულების პოტენციურ მექანიზმებს სირიაში 2011 წლის მარტიდან სამხედრო  დანაშაულისა და  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად.

"ჰიბრიდული ტრიბუნალის" შემადგენლობაში  სირიელი და უცხოელი იურისტები შევლენ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45