ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარულ ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 12:24

 ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა საქართველოდან, კერძოდ ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და გამგეობის მიერ ავღანეთში გაგზავნილი სასკოლო და პირადი მოხმარების ნივთები სოფელ მუსაპეინის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში სკოლის დირექტორი, სოფლის უხუცესი - მალიკი და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5