სპეციალური ოპერაციების ძალებში ორი ასეულის გადამზადება დასრულდა

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 11:51

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთთვიანი გადამზადება დაასრულეს. ქართველ სამხედროებს სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

სწავლების გამოშვების ცერემონიალი დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის ამერიკელ ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა და განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები სტრატეგიულ პარტნიორთან საუკეთესო დაახლოების საშუალებაა.

აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მეგობრობას ხაზი გაუსვა და ქართველების ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა აღნიშნა. მისი თქმით, მსგავსი წვრთნები მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გამყარებასაც ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლებაში მონაწილე სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ამერიკელ ინსტრუქტორებს სასაჩუქრე დაფები და ქართული ტრადიციული ნივთები გადასცეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთი თვის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში გადამზადება საცეცხლე, საინჟინრო და ტაქტიკურ მომზადებაში გაიარეს.

ქართველ სამხედროებს ბრძოლა იმიტირებულ დასახლებულ პუნქტშიც მოუწიათ. სწავლება მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მუდმივ მზადყოფნას და თანამედროვე სპეცდანიშნულების საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას ისახავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5