გიორგი მღებრიშვილი იორდანიის ჟანდარმერიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 11:17

შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, გენერალ მაიორ ჰუსეინ ალ ჰავათმეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ამ ეტაპზე რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო გეგმავს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გახდეს ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების (FIEP) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ იშურებს, რათა არსებული სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

მიმდინარე წელს FIEP-ის პრეზიდენტი ქვეყანა იორდანიაა. 23-26 მაისს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების კომისიის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობისა და ფუნქციების პრეზენტაცია მოხდება. ლისაბონის შეხვედრაზე მას, სავარაუდოდ, დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭება, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 წლის ვადაში, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შეძლებს, გახდეს FIEP-ის სრულუფლებიანი წევრი.

უახლოეს მომავალში შს სამინისტრო პარლამენტში წარადგენს „სპორტულ შეჯიბრებებზე, კულტურულ და სხვა სახის მასობრივ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც დასავლური სტანდარტების დანერგვასა და უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე მხარეები საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს, ასევე, FIEP-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51