ვიქტორ დოლიძემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 20:14

ნატო-ს დღეებისა და შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე. სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან ნატოს მიზნებისა და ამოცანების, კავკასიაში ნატოს როლის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, სარგებლობის წესებსა და აღნიშნული პროცესის შედეგად გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვიქტორ დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ღონისძიებას, აკადემიის სტუდენტებთან ერთად შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შსს-ს აკადემიაში სტუმრობისას სახელმწიფო მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესორ-მასწავლებლებს გაესაუბრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46