პრეზიდენტის მიმართ არსებული კრიტიკა გამომდინარეობს საპარლამენტო პარტიების ვიწრო პარტიული ინტერესებიდან - ირაკლი ღლონტი

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 17:06

პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტის ანგარიშს. მისი შეფასებით, პრეზიდენტის მიმართ არსებული კრიტიკა გამომდინარეობს საპარლამენტო პარტიების ვიწრო პარტიული ინტერესებიდან.

"პრეზიდენტის გამოსვლა იყო შინაარსიანი და, მიუხედავად კონსტრუქციული შეფასებისა, იგი იყო პრინციპული და ახმოვანებდა ფართო საზოგადოების აზრს. კრიტიკა, რომელიც მის გამოსვლას საპარლამენტო ძალებისგან მოჰყვა, გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ მათი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. მმართველი ძალა, განსაკუთრებით შეუზღუდავი ძალუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ჩაკეტილია და მას არ სურს მაღალ პოლიტიკურ ტრიბუნაზე მოხდეს მხილება ხალხში არსებული ხედვების და მოთხოვნების, ხოლო სხვა საპარლამენტო ძალების ინტერესი, აშკარაად იმ მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული ფორმატის ტრანსფორმაცია და გამწვავებაა, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული მაღალი პოლიტიკური კულტურის და მოთმინების დამსახურებით ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. საქართველოში არ არსებობს, მხოლოდ ,,ქართული ოცნება'' და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' , საქართველოში ვარსებობთ ჩვენც, შედარებით მცირე რესურსების მქონე პოლიტიკური ძალები და რაც მთავარია, ხალხი, რომელიც ზედმიწევნით სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ვიწრო პარტიული ეგზალტირების გარეშე ვაკეთებთ ობიექტურ დასკვნებს'' - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41