დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ის მზადაა წავიდეს გადამწყვეტ ნაბიჯზე, თუ რომელიმე ქვეყანა წითელ ხაზს გადაკვეთს - ედუარდ ლოზანსკი

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 22:41

დონალდ ტრამპმა  სირიაში თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ ის მზადაა  მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება, თუ რომელიმე ქვეყანა  წითელ ხაზს გადაკვეთს, - აცხადებს ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი ედუარდ ლოზანსკი.

ლოზანსკის ეეჭვება, რომ ასადი ქიმიურ თავდასხმას განახორციელებდა, თუმცა რუსეთს მოუწოდებს,  თუ ეს ასადს არ გაუკეთებია, სასწრაფოდ, უახლოეს პერიოდში,  წარმოადგინოს არგუმენტები, რომ სირიის პრეზიდენტი არ არის ჩართული ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

აშშ-ის საჰაერო ძალებმა  სირიაში,  ჰომსის პროვინციაში სირიის საჰაერო ბაზა დაბომბეს. SANA-ს ცნობით,  ავიაიერიშებს  ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე და ათი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45