ტრამპმა ამერიკელებს და კონგრესს უნდა აუხსნას, რის მიღწევას ცდილობს სირიაში - ბერნი სანდერსი

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 22:24

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს და კონგრესს უნდა აუხსნას, რის მიღწევას ცდილობს სირიაში და მოძებნოს პოლიტიკური გზები, რათა სამოქალაქო ომი დასრულდეს, - აცხადებს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან,  სენატორი  ბერნი სანდერსი.

სენატორი  სკეპტიკურად უყურებს ამერიკის  ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სირიის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ.

"ღრმად შეშფოთებული ვარ მომხდარის გამო. ამ თავდასხმებმა  შეიძლება  აშშ ისევ ჭაობში ჩაითრიოს - ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიან სამხედრო ინტერვენციაში, როდესაც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების ცენტრში აღმოჩნდნენ. ამერიკელებს კარგად ესმით, რომ  ომში ჩართვა უფრო ადვილია, ვიდრე იქიდან გამოსვლა", - განაცხადა სანდერსმა.

"კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა მივიდეს კონგრესში და  ასადის რეჟიმის წინააღმდეგ  შემდგომი ძალის გამოყენების შესახებ უნდა შეუთანხმდეს", - აცხადებს სანდერსი.

აშშ-ის საჰაერო ძალებმა  სირიაში,  ჰომსის პროვინციაში სირიის საჰაერო ბაზა დაბომბეს. SANA-ს ცნობით,  ავიაიერიშებს  ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე და ათი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46