რუსეთი ამერიკასთან საკომუნიკაციო არხებს ხურავს - კრემლმა პენტაგონს ნოტა წარუდგინა

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 22:08

რუსეთმა   სირიაში საავიაციო ოპერაციების დროს ინციდენტების პრევენციისა და   უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მიზნით, ვაშინგტონთან ხელმოწერილი მემორანდუმის შეჩერების შემდეგ, პენტაგონს ნოტა წარუდგინა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  ნოტაშია ნათქვამი, რუსეთი ამერიკასთან ცხელი ხაზის  საკომუნიკაციო არხებს  8 აპრილს,   00:00 საათიდან ხურავს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი  იტყობინება. 

 ცხელი ხაზის საკომუნიკაციო არხების დახურვის  გადაწყვეტილება რუსეთმა  მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის საჰაერო ძალებმა  სირიაში,  ჰომსის პროვინციაში სირიის საჰაერო ბაზა დაბომბეს. SANA-ს ცნობით,  ავიაიერიშებს  ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე და ათი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

კრემლი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს,  განიხილოს სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების  თავდასხმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4