ჩინელმა საკუთარი დაკრძალვა მოაწყო

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 23:30

58 წლის  ჩინელმა მამაკაცმა საკუთარი დაკრძალვა მოაწყო, რათა გაეგო, როგორ იგლოვებდნენ ახლობლები. მამაკაცი ცერემონიას  კუბოდან ადევნებდა თვალს, - იუწყება Zhangjiajie Daily.

დაკრძალვის ცერემონია 3 აპრილს გაიმართა, სადაც მისი ახლობლები და მეზობლები იმყოფებოდნენ, მას ცოლ-შვილი არ ჰყავს. დაკრძალვის მომსახურება მამაკაცს 20 ათასი იენი დაუჯდა.

ადგილობრივმა  მედიამ მომხდარის შესახებ ხელისუფლებას მიმართა და მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად  მკაცრი ზომების მიღება მოსთხოვა. 

მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. მარტოხელა მამაკაცმა საკუთარი დაკრძალვის ორგანიზება მოაწყო.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45