მაიორმა ბესო ღუდუშაურმა მასწავლებლებს ლექცია წაუკითხა

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 13:27

ნატოს დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო- არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მიმდინარეობს. დღეს მასწავლებლებს ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ბესო ღუდუშაურმა წაუკითხა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.

მან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და მასწავლებლებს საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების ჩართულობის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მაიორი ბესო ღუდუშაური საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში 2002 წლიდან მსახურობს, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში, სადაც ფეხში კასეტური ჭურვის კორპუსის მოხვედრის შემდეგ ქვედა კიდური დაკარგა. მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც. პროექტი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მეოთხე წელია ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებისთვის

ორდღიან სემინართა ციკლს მოიცავს. პროექტს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4