პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, დებატები გაიმართება

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 12:24

დღეს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენენ. გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მოხსენების შემდეგ, დებატები გაიმართება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დებატების შინაარსს თავად პრეზიდენტის მოხსენების შინაარსი განსაზღვრავს.

„დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოვისმენთ, რომლის შინარსააც თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს, ამის შემდეგ, საპარლამენტო დებატები გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე განისაზღვრება, საპარლამენტო დებატების შინაარსი.

რაც შეეხება დღევანდელი დღის ფორმატს, მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები მოისმენენ, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას პრემიერის მონაწილეობით. ასევე ესწრებიან დიპკორპუსის წარმომადგენლები სავარაუდოდ ისინი პრეზიდენტის მოხსენებას მოისმენენ და ამის შემდეგ გაგრძელდება საპარლამენტო დებატები მათი დასწრების გარეშე, ასეთი ფორმატით წარიმართება ხოლმე დებატები“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55