სირიაში აშშ საჰაერო იერიში სიტუაციას შეცვლის, ჩვენ უკვე საქმეში ვართ - ჯონ კირბი

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 13:16

აშშ საჰაერო იერიში სირიაში სიტუაციას შეცვლის, - აცხადებს აშშ-ის  საზღვაო ძალების ყოფილი ადმირალი, პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის  ყოფილი წარმომადგენელი ჯონ კირბი.

"ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა რეაგირება ექნება რუსეთს - განცხადებებისა და ქმედებების მხრივ.  ეს  კი ნამდვილად ცვლის ვითარებას ადგილზე, ვთვლი, რომ ჩვენ ახლა უკვე საქმეში ვართ" - განაცხადა კირბიმ CNN-თან.

მისივე თქმით,  აშკარაა, რომ ბაზაზე იყვნენ რუსი ჯარისკაცები, და რამდენადაც ვიცი,  რუსული ავიაციაც. საინტერესოა, დაზიანდნენ თუ არა  რუსული თვითმფრინავები,  - განაცხადა კირბიმ.

პარასკევს ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა, სარაკეტო იერიშები სირიის იმ საჰაერო ბაზაზე განეხორციელებინათ, საიდანაც  ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდებმა. 59 ფრთოსანი რაკეტა  ისროლეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61