პრეზიდენტის გამოსვლაში ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა - სალომე სამადაშვილი

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 13:36

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს თავის გამოსვლაში მწვავედ არ უსაუბრია რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ანექსიაზე და მისი ტონი ამ მხრივ რბილი იყო.

"პრეზიდენტის მოწოდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის უნდა მოემზადოს, სწორი იყო, მაგრამ ამას სტრატეგია და მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა სჭირდება, რაც მთავრობას არ გააჩნია. პრეზიდენტის გამოსვლაში ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა, რომელიც აშკარად ხორციელდება. ამ მხრივ მისი ტონი უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო და გაეკრიტიკებინა მთავრობის არსებული პოლიტიკა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის გამოსვლა ჩემთვის რბილი იყო", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42