პრეზიდენტი მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო - თინათინ ბოკუჩავა

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 13:25

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას შეეხო, ის მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, როგორიცაა მედიის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, ვისურვებდი მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე გაკეთებულიყო კომენტარები, რადგან სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველა არსებული პრობლემა. ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, მთელ სახელმწფო აპარატს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებად იყენებს, და არა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46