SPUTNIK-ი მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას იწყებს

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 12:55

საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო" მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი (1939 — 1945 წლები) მიძღვნილ მულტიმედიურ პროექტს "ჩვენი გმირები" იწყებს.

პროექტის პირველი ეტაპი სოციალურ ქსელებში ინტერაქტიული აქცია იქნება, რომლის ფარგლებში სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თავისი ახლობლების ისტორიები და ფოტოები გაასაჯაროოს. ამისთვის აუცილებელი იქნება "Sputnik საქართველოს" ოფიციალურ Facebook-გვერდზე ფოტოები და ისტორიები განათავსოს, რომელთაგანაც საუკეთესოები "Sputnik საქართველოს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულებს Sputnik-სგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც სტარტს აპრილის შუა რიცხვებში აიღებს, „Sputnik საქართველო" მკითხველს წარუდგენს ომის ვეტერანებთან და მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუებს და ფაშიზმზე გამარჯვების თემასთან დაკავშირებული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნარკვევებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45