თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ხუთშაბათი, 06 აპრილი, 2017 - 16:41

 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, პირველად სამართლებრივ შეფასებებს წარმოადგენს, რომლიც ყურადღებას დაუთმობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების საჯაროობის, თანხმობის დოკუმენტად ქცევის, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობისა და დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ უკვე შეისწავლა საპროექტო მომსახურების – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიზნით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2015–2016 წლებში წარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სამი კვარტალური ანგარიში. მოცემულ ეტაპზე, დოკუმენტი ჩატარებული საქმიანობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის პროცესის შედეგს და აშკარად აკლია საჯარო დისკუსიის კომპონენტი. მსგავსი მიდგომა კანონის მოთხოვნაა და აშკარაა მისი უგულებელყოფა.

ამასთან, საჯაროდ არ არსებობს და ავტორ ორგანიზაციას არც დღემდე მოუწოდებია საზოგადოების სხვადასხვა ფენის თუ დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობის საკითხზე ან მათი მონაწილეობის ხარისხზე, არც ერთი შეხვედრის ან განხილვის ოქმი. საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი უნდა იყოს.

არჩილ კაიკაციშვილმა, ამ მიმართულებით, შესწავლის პროცესში, პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წერილიც მოიყვანა და სამწუხარო უწოდა ფაქტს, როდესაც დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შექმნის პროცესში, საპარლამენტო ჩართულობა არ ხორციელდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.

ორგანიზაციის პირველადი შეფასებით, წარმოდგენილ  დოკუმენტში მკაფიო არ არის და არც რომელიმე კვლევის საფუძველზეა დასაბუთებული მოსალოდნელი ქალაქგეგმარებითი წინადადებების განხორციელება, რამდენად პასუხობს საჯარო ინტერესებს და არ წარმოადგენს კერძო ინტერესების სფეროს (რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებით და სხვა). ორგანიზაცია, ამ მიმართულებით სამართლებრივი ანალზიის პროცესს აგრძელებს და მსჯელობას მონიტორინგში ბიზნესის, მესაკუთრეთა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზეც წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის საგანი, აგრეთვე არსებული სამართლებრივი დილემის შეფასება გახდა, რომლის თაანხმადაც, საქართველოს კანონმდებლობაში არ გხვდება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი. მართალია, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6–17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ დაეყრდნო „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონთა საფუძვლებს, მაგრამ ზ/აღნიშნულ არც ერთ კანონში დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი არ მოიძებნება. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი არ გხვდება არც ერთ იმ კანონში, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში, თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს განმარტავდა.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის 5 ივნისს მიღებულ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, უკვე რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. მთავარი კითხვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე დაისმის. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა სახელმწიფო უწყებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან წარმოდგენილი დოკუმენტის სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მისი უპირობოდ რეგისტრაციის კანონიერი საფუძვლები.

ამ დრომდე, ორგანიზაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან განმარტება არ მიუღია, თუმცა ორგანიზაცია წინასწარი დსკვნით აღნიშნავს, რომ სამინისტროს საკრებულოდან წარდგენილი დოკუმენტის რეგისტრაცია, კანონთან კონფლიქტის გამო, არ უნდა მოეხდინა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს აპრილში წარმოადგენს. მონიტორინგის შედეგები იქნება ხელმისაწვდომი და საჯარო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43