საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო - "მე რომ დავიბადე, იდგა ხარება და ზეცა ნეტარებდა“ გაიმართება

ხუთშაბათი, 06 აპრილი, 2017 - 15:34

2017 წლის 7 აპრილს, 18:00 სთ-ზე, ხარების დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ცნობილი ქართველი პოეტის თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო -,,მე რომ დავიბადე, იდგა ხარება და ზეცა ნეტარებდა“.

ღონისძიებას დაესწრებიან სასულიერო პირები, მწერლები, პოეტის ოჯახის წევრები და მეგობრები.

თინათინ მღვდლიაშვილი ავტორია ისეთი ლექსებისა როგორიცაა: „ხმალი ავლესოთ ქართველებო“, „მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო“, აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „დადეთ იარაღი ბიჭებო“ და მრავალი სხვა.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43