"თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. მოსმენების კანონზე 25 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს

ხუთშაბათი, 06 აპრილი, 2017 - 14:16

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ 25 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს.  ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე  პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

ნინო გოგუაძის განმარტებით, ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არც ერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე.

"ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები’’ ვუერთდებით კამპანია ,,ეს შენ გეხება’’-ს და როგორც მოქალაქეებს შეგვაქვს ინდივიდუალური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვასაჩივრებთ კანონს მოსმენების შესახებ. კანონს, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ ძალიან ნათლად თქვა, რომ არ შეიძლება მოსმენების ტექნიკური საშუალება იყოს ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ოცნებამ არ დააკმაყოფილა, არ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მოსმენების ტექნიკური საშუალება კვლავ სუს-ის დაქვემდებარებაშია. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან ხშირად სახელმწიფოს უსაფრთხოების სახელით მზად არის დაარღვიოს თითოეული ადამიანის უფლება და ღირსება. ეს არის საბჭოთა ტრადიცია და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ესმის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ იმით განსხვავდება საბჭოთა ტოტალიტარული ან ავტორიტარული სახელმწიფოსგან, რომ ადამიანი, მისი უფლება, ღირსება და პრინციპები დაცული უნდა იყოს არამარტო სხვა ადამიანისგან ან ადამიანთა ჯგუფისგან, არამედ პირველ რიგში სახელმწიფოსგან. ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება და ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთელი სამართლებრივი სისტემა ამით შეარყია. როგორ უნდა მოთხოვოთ რიგით მოქალაქეს დაიცვას კანონი, როდესაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვასაჩივრებთ ამ კანონს ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს თავისივე გადაწყვეტილებით, კონსტიტუციით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და ამ კანონს კვლავ ბათილად ცნობს, რადგან ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არცერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე’’, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51