კონსტიტუციის შექმნის სულისკვეთება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ კონსტიტუცია ყველასია! - გიორგი მარგველაშვილი

ხუთშაბათი, 06 აპრილი, 2017 - 16:54

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში „კონსტიტუცია ყველასია,, კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გამართა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა და მის მოდერაციას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ახორციელებდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია, და მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა საზოგადოების ფართო ფენები ჩაერთოს ამ პროცესსა და განხილვაში. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფენომენი, დღეს კი დაიწყო კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა.

„ამ ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს მაქსიმალური კონსენსუსი, ეს არის საფრთხეც და შესაძლებლობაც. კონსტიტუციის ცვლილება საფრთხე და პრობლემური იყო იმ ჯგუფისთვის, რომელიც ამას კონსტულტაციების გარეშე ახორციელებდა. მაგრამ, ამავდროულად ეს არის შესაძლებლობა ბევრად უფრო მეტად გავაერთიანოთ საზოგადოება და ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგზე შევთანხმდეთ'', - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობა მისი პრინციპული პოზიცია იყო სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ეს ორგანო ჩაკეტილი სტრუქტურა, რომელიც აგზავნის ექსპერტირებისათვის დოკუმენტებს ისე, რომ კომისიის წევრებმა არ იციან რას აგზავნიან. პრეზიდენტის განცხადებით, მის წინაშე არსებული პოლიტიკური მიზანი და არსებული კონსტიტუციური ვალდებულება მიღწეულია და ეს კიდევ უფრო გაღრმავდება.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ახსოვს ფრაზა - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“, რომლითაც იწყება კონსტიტუცია იმიტომ, რომ კონსტიტუციის შექმნის სულისკვეთება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ კონსტიტუცია ყველასია!''- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების საკითხი ძალიან აწუხებს ქუთაისის მოსახლეობას, ამიტომ პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებთან გამართონ დისკუსია და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

გარდა ამისა, პრეზიდენტი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე მათ პოზიციას ყველაგან დააფიქსირებს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39