6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2017 - 19:39

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება 6 აპრილს, 16:00 საათიდან 22:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და სპორტული ორგანიზაციების მონაწილეობით სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

სპორტის საერთაშორისო დღეზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ის 13 სახეობაც, რომელთაც 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს.

გარდა ამისა, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯიბრებები სპორტის არაერთ სახეობაში ჩატარდება. სპორტის სახეობები - ქართული ჭიდაობა (გაშლილი იქნება საჭიდაო ხალიჩა), მკლავჭიდი (მკლავჭიდის მაგიდები), ხრიდოლი, უშუ, ფარიკაობა (ფარიკაობის სპეციალური ბილიკი), მეკლდეურობა (მეკლდეურობის სპეციალური კედელი) აფროსნობა (აფრიანი ნავები ლისის ტბაში), მაგიდის ჩოგბურთი, ნარდი, ჭადრაკი, მშვილდოსნობა (სპეციალური სტენდი მშვილდის სასროლად) მინი რაგბი, ბატუტზე ხტომა (შესაბამისი ინვენტარი) ველოსპორტი, ცხენოსნობა, სუმო, პნევმაური პისტოლეტით სროლა (უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებით), მინი ფეხბურთი, კალათბურთი 3X3 (სპეციალური საკალათბურთო მოედანი), საავტომობილო სპორტი (ავტოშოუ - სპორტული ავტომანქანების გამოფენა).

ლისის ტბის სანაპირო ზოლზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და შეჯიბრებები,  სპორტსმენთა საჩვენებელი გამოსვლები; პროექტში მონაწილე ყველა მსურველს გადაეცემა სერთიფიკატები და საჩუქრები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46