სკრაში მიმდინარე განაღმვით სამუშაოებს სტუდენტები და იუნკერები გაეცნენ

ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2017 - 18:08

NATO-ს დღეების ფარგლებში, სსიპ “NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა” და “NATO-ს ნდობის ფონდის” ორგანიზებით, გორის რაიონში, სოფელ სკრაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის “NATO- ს ნდობის ფონდის” პროექტ „საქართველო 4“ ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა.

პროექტი 2008 წლის ომის დროს სკრის საბრძოლო მასალების საცავის აფეთქების შედეგად დარჩენილი საფრთხის შემცველი საბრძოლო მასალებისგან ტერიტორიის გაწმენდას ითვალისწინებს. სამუშაოებს სახელმწიფო სამხედრო ტექნიკური ცენტრი „დელტა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ადგილზე გაეცნენ განაღმვითი სამუშაოების სპეციფიკას, პროექტის მიმდინარეობის, მისი სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტებს. სტუდენტებმა და იუნკერებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში შეძენილი და „დელტას“ მიერ შეჯავშნილი საინჟინრო ტექნიკა და სამუშაოების შედეგად ამოღებული საბრძოლო მასალები. NATO-ს დღეები საქართველოში 2 აპრილს დაიწყო და 11 აპრილამდე გასტანს. NATO-ს დღეები საქართველოში წელს მეათედ აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43