პრემიერმა UNWTO-ს გენერალურ მდივან ტალებ რიფაის ღირსების ორდენი გადასცა

ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2017 - 17:48

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, - ჯილდო ტალებ რიფაის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

ტალებ რიფაი ღირსების ორდენით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისა და საზღვარგარეთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა.

ტალებ რიფაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმატებულ თანამშრომლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, მისი ლიდერობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ტალებ რიფაის წვლილი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილ - ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება ღირსეული მემკვიდრე, რომლის არჩევით ტურიზმის სექტორი მომავალშიც განაგრძობს დინამიურად განვითარებას, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43