თბილისში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმება

ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2017 - 17:01

თბილისში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც  თბილისის მერია მშენებლობისთვის კომპანიებს კონკურსის წესით შეარჩევს.

 PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა. ასევე, ჩატარდა ბაზრის კვლევა და განისაზღვრა ტექნიკური პარამეტრები.

 თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები. 

ავტოსადგომები მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა აშენდეს და ფუნქციონირება დაიწყონ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43