ნუროფენის მწარმოებელი კომპანია მომხმარებლის მოტყუებისთვის 6 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2017 - 16:16

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ  კომპანია Reckitt Benckiser 6 მილიონი დოლარით   დააჯარიმა. საქმე ეხება ტკივილგამაყუჩებელ "Nurofen"-ს, მიზეზი კი მომხმარებლის მოტყუებაა.

სხვადასხვა სახეობის წამალი, რომელიც, როგორც  რეკლამასა და საინფორმაციო პაკეტშია აღწერილი, სხვადასხვა სახის ტკივილს ხსნის და, ფასიც, შესაბამისად, სხვადასხვაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ წამლის ყველა სახეობა ერთსა და იგივე  აქტიურ ნივთიერებას იგივე  კონცენტრაციით შეიცავს.

კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ერთი წლის წინ შეიტანეს და კომპანიის წინააღმდეგ ჯარიმა მაშინ 1.7 მილიონი  მოიაზრებოდა, თუმცა თანხა გაიზარდა.

გარდა ამისა,  Reckitt Benckiser ასევე  მოუწევს კომისიის ხარჯების დაფარვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46