II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთშია

ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2017 - 11:51

 საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე და 32-ე ბატალიონის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის უფროსი, ვიცე- პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი დახვდნენ.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მე-5 როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6