სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, დაღუპულია ათობით ადამიანი

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 23:03

მინიმუმ 58 ადამიანი დაიღუპა  სირიაში, იდლიბის პროვინციაში,   ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის შედეგად, რა დროსაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

 სირიის ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, ავიაიერიში  სირიის არმიის თვითმფრინავებმა, ან  რუსულმა ავიაციამ განახორციელა. ავიაიერიშის მიტანის შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იგუდებოდნენ.  მოგვიანებით, თვითმფრინავის ნასროლი რაკეტები ადგილობრივ საავადმყოფოს მოხვდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაშავებულები იყვნენ გადაყვანილები. 

სამთავრობო ძალები  უარყოფენ სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას,  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ  ამ რაიონში რუსული თვითმფრინავები არ მოქმედებენ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45