ზომბებით შეპყრობილებს ამერიკული გამოცემა თავშესაფრის ძებნას უშგულში ურჩევს

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 17:54

ჟურნალი  National Geographic ორიგინალურ სტატიას აქვეყნებს  სათაურით -  "სად უნდა წახვიდეთ, თუ თქვენ ზომბებით  ხართ შეპყრობილი" და ამ შემთხვევაში  თავშესაფრის  ძებნას საქართველოს მთიანეთში. უშგულში ურჩევენ.

საქართველოს ყველაზე მაღალი დასახლება - ზემო სვანეთი - იმ ექვსეულის ჩამონათვალში აღმოჩნდა, რომლებსაც ზომბების შესახებ ფილმების, წიგნებისა და ვიდეოთამაშების მოყვარულებს წასასვლელად ურჩევენ.  

"ნებისმიერი ენთუზიასტი, ვინც ნამდვილად შეპყრობილია ზომბებით, დროს კარგავს იმაზე ფიქრში, თუ  ეს ამბავი ოდესმე ახდება, სად უნდა შეაფარონ თავი. ზოგიერთი ირჩევს ცათამბჯენ პენტჰაუსებს, ზოგი - ზღვას ან ტყეში ქოხს.  თითოეულ ამ ადგილს აქვს თავისი ღირსებები, თუმცა სვანეთის კოშკები საქართველოში მათგან დიდი უპირატესობით გამოირჩევიან", - წერს National Geographic. 

უშგულში 200–ზე მეტი სვანური კოშკია, რომელთა სიმაღლე 20-25 მეტრს შეადგენს. სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაშია შესული.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47