მსოფლიოში გამოჩენილმა სამთო ექსპერტებმა სვანეთი მოინახულეს

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 15:27

 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოში გამოჩენილი სამთო ექსპერტები სვანეთს ეწვივნენ და კურორტის პოტენციალი, განვითარება და პერსპექტივები შეაფასეს.

სვანეთში ასევე იმყოფებოდნენ ის სპიკერები, რომლებიც კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. მათ შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი მიშელ დურიუ, MDP კონსალტინგის პრეზიდენტი პასკალ ღუ, შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორი ფიონა პია, ჩინეთის ტურიზმის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი ვოლფგანგ არლტი, ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი მაჰმუდ ჰაშემი, მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი ქეისი ოდაუდი და კონფერენციის სხვა დელეგატები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ ექსპერტების შეფასება მსოფლიო პრესაში და დარგის სამეცნიერო წრეებში. ექსპერტებს სვანეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა უმასპინძლა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58