საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ხელი გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა მოაწერეს

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 14:02

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები.

საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.

ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია. ხელშეკრულების დადების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ჩვენ ვხდებით ვეროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ამ შეთანხმებას ვუწოდებ ისტორიულს, ვინაიდან ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, დღეიდან საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება, რასაც ჩვენი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას! ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან! ეს ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვით სფეროში!“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოს შს მინისტრსა და ევროპოლის დირექტორს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა. გიორგი მღებრიშვილმა და რობ უენრაითმა სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს და ახალ გეგმებზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ შორის, განხორციელებული რეფორმებისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4