თავდაცვის სამინისტრო დასაქმების ფორუმზე წარსდგა

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 14:09

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე დასაქმების ფორუმში დილიდან ჩაერთო.

ფორუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა გააცნეს და ღია კონკურსების, მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიების, ასევე სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკა და სტაჟირება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, სსტც „დელტამ“ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ შესთავაზა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების მასშტაბურ ფორუმზე სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. უწყებაში პრაქტიკის გავლის სურვილი არაერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასაქმების ფორუმებში აქტიურად მონაწილეობს.

ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ, საკუთარი თავი წარუდგინონ, პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღონ. წელს გამართულ დასაქმების ფორუმზე თავდაცვის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან ერთად 70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43