სუს-ის უფროსი ევროპოლის დირექტორს შეხვდა

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 13:26

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპოლის დირექტორს რობ უეინრაითს შეხვდა.

ევროპოლის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. შეხვედრაზე საუბარი ამ მიმართულებით ევროპოლსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ვახტანგ გომელაურმა რობ უეინრაითს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები გააცნო. რობ უეინრაითის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო გახდება ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა, რაც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალონ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღონ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპოლისგან მიიღონ ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ევროპოლის საქმიანობა მიმართულია ისეთ დანაშაულებთან საბრძოლველად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორ ან მეტ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე ან ევროპის კავშირის საერთო ინტერესებს აზიანებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58