თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი იმყოფება

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 12:40

 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის,“ რომელიც 4-დან 7 აპრილის ჩათვლით საქართველოში იმართება, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრება.

დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალიბ რიფაის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდება. დღესვე, 17.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის „ეთიკის კოდექსის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

კონფერენციას 5 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიმართავენ.

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების შესახებ, განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. იგეგმება ასევე მსჯელობა კლიმატის ცვლილებების საკითხის შესახებ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება. კონფერენციის ფარგლებში დელეგატები იმსჯელებენ სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სამთო ტურიზმის სფეროში და გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ „სამთო ტურიზმის კულტურის“ განვითარების პერსპექტივებს და ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების საკითებს.

საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს. ღონისძიების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი გიორგი ჩოგოვაძემ და ტალიბ რიფაიმ ლონდონში 2016 წელს მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47