ირაკლი კობახიძე ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 11:17

 ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, შირინ შარმინ ჩაუდჰურის შეხვდა. ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შირინ შარმინ ჩაუდჰურის განცხადებით, ბანგლადეშისთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ქართულმა მხარემ ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ და შირინ შარმინ ჩაუდჰურიმ აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნეს და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5