ირაკლი კობახიძე არგენტინის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

სამშაბათი, 04 აპრილი, 2017 - 11:12

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არგენტინის სენატის თავმჯდომარეს, ფედერიკო პინედოს შეხვდა. ფედერიკო პინედომ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არგენტინელ კოლეგას ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არგენტინის სენატის თავმჯდომარეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მდებარეობა და არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელს ხდის ყველა ქვეყნისთვის, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა. მხარეები გაცვლით ვიზიტებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42