rustavi2.com-ის ნაცვლად rustavi2.ge - სამაუწყებლო კომპანიამ ვებ-გვერდის მისამართი შეიცვალა

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 13:19

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახლანდელმა  მენეჯმენტმა არხის საიტის მისამართი შეცვალა. ამის მიზეზი კი  ტელეკომპანიის დამფუძნებლების გადაწყვეტილება გახდა.

rustavi2.com-ის ნაცვლად სამაუწყებლო კომპანია ინფორმაციებს  rustavi2.ge-ზე ანთავსებს.

"სამაუწყებლო კომპანიამ ვებ გვერდის მისამართი შეიცვლა.  მიზეზი არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალია, რომლის მეგობრის სახელზეც იყო რეგისტრირებული rustavi2.com და გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა ინფორმაციის გარეშე დატოვა.  ამ ფაქტის გამო ახალ მისამართზე განთავსებული რუსთავი 2-ის ვებ გვერდი გარკვეული პერიოდი შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ამჟამად პრობლემები უკვე მოგვარებულია", - ნათქვამია ტელეკომპანიის მენეჯმენტის განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55