თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 17:23

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის განცხადებით, მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება 4 აპრილს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შეიზღუდება. 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შინდისის, წავკისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთისა და ოქროყანის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს დროებით შეცვლილი მარშრუტით: ავტობუსები ორბელიანის მოედნიდან პუშკინის ქუჩით ავლენ თავისუფლების მოედანზე, მოტრიალდებიან ბარათაშვილის ქუჩისკენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გორგასლის ქუჩის გავლის შემდგომ აუხვევენ შინდისის ახალ გზატკეცილზე, საიდანაც გზას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

ზემოთჩამოთვლილი დასახლებებიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი არ იცვლება. შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.

თბილისის მერია მგზავრებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42