დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 14:13

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

აღნიშნული ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი უკლებას თქმით, მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ,შეღავათიანი პირობებით, სხვადასხვა ბაზრებში გადანაწილდნენ.

„დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ დღეიდან მათ უკანონო ვაჭრობის საშუალება არ მიეცემოდათ. მათ ასევე იციან, რომ შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერი ბაზრის ადმინისტრაციას და დაიწყონ ვაჭრობა შეღავათიანი პირობებით. ამის შესახებ თბილისის მერიამ და ბაზრების ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს,“- განაცხადა გიორგი უკლებამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას კვლავაც განაგრძობს და უახლოეს მომავალში გარევაჭრობის პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოწესრიგდება.

დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს, მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

ანალოგიურ ღონისძიებებს თბილისის მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43