ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი JTEC-ს ეწვია

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 18:52

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია.

ინე ერიქსენ სორეიდე JTEC-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად იმყოფებოდა. ნორვეგიელ სტუმარს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გაუწიეს.

ინე ერიქსენ სორეიდემ JTEC-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მოგვიანებით, JTEC-ს მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა ვიცე- პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა  სტუმრებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, სტრუქტურის, ჩატარებული წვრთნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და პაკეტით გათვალისწინებულ თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრა და JTEC-ის მუშაობის პროცესში ყურადღება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასა და ნორვეგიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.

ბრიფინგზე სტუმრებს სიტყვით პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიმართა და ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე მიაწოდა. მან ნორვეგიულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43