რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 15:17

საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს გახშირდა და სულ უფრო ინსტენსიური ხდება პოლიციელების მიერ კანონით გათვალისწინებულზე მეტად ძალის გამოყენების ფაქტები, ხოლო შესაბამისი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება - უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყება და კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენება - არ ხდება. წინა კვირას საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე (რასაც ბრალდებული სადავოდ ხდის) დაკავებული შოთა პაკელიანის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად ცემის ფაქტი, ასევე, თბილისში, ვაკეში ორსული ქალის გამოსარჩლებისათვის, ახალგაზრდა მამაკაცის ცემისა და დაკავების ფაქტი.

ყველა მსგავს შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს მიჩქმალოს საკუთარი თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ძალადობა.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მისი წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე თვალის დახუჭვა და გამართლება კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის არა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის, არამედ შიშსა და შანტაჟზე აგებული მმართველობის ჩამოყალიბებისათვის.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ, ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა არ ან ვერ გაიაზრა მსგავსი მიდგომის მძიმე შედეგები.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყურადღება მიაქციონ და განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ გამოვლენილი კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ტენდენციები ლოგიკურად მივა იქამდე, რომ ქვეყანაში შეიქმნება სოციალურად ფეთქებადი გარემო და ერთადერთი პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე იქნება დღეს არსებული ხელსუფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45