ნორვეგია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ამბიციურ რეფორმას მხარს უჭერს

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 13:53

 საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და ინე ერიქსენ სორეიდემ განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან იზორიამ საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ნაყოფიერი უწოდა და კოლეგას ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩამოყალიბდა; განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხს. გეგმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ,  ამ მიმართულებით შემდგომი რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს.  რეზერვისა და მობილიზაციის  ახალი სისტემის შექმნაში ნორვეგიის მხარდაჭერა  გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.   

ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ ნორვეგიის მხარდაჭერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნორვეგიამ ფინანსურად და ექსპერტების დონეზე ნატო- საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარებისთვის მაქსიმუმი გააკეთა.  

ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავია-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს სურვილი აქვს აღნიშნული ფორმატის ასოცირებული წევრი გახდეს, „ჩემს ნორვეგიელ  კოლეგას ეს აზრი მოეწონა და გეგმავს, რომ კოლეგებს ფორმატის შესახებ თავისი შეხედულება გაუზიაროს“. 

ინე ერიქსენ სორეიდემ ნორვეგიის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ნატოს ყველა დონის შეხვედრაზე აფიქსირებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემდგომ განვითარებაში მხარდაჭერისთვის ნორვეგიის  მზაობა გამოხატა.

  „განვიხილეთ ის ამბიციური რეფორმები, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ  ძალიან დიდ და საჭირო გეგმას ახორციელებთ, რომელიც ამავე დროს რთულიცაა. ამჟამად ნორვეგიაში  ზუსტად იგივე რეფორმებს ვახორციელებთ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხედვების და გამოცდილების გაზიარება.  ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ნატოს ძალიან ღირებულ პარტნიორზე. იმედი გვაქვს, რომ დავეხმარებით საქართველოს ამ ურთიერთობაში კიდევ უფრო წინ წავიდეს და  უფრო საიმედო პარტნიორი გახდეს“, - განაცხადა ინე ერიქსენ სორეიდემ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5