ირაკლი კობახიძე ვიეტნამის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 13:06

 ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიეტნამის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიერს, ზონ ფადლის შეხვდა.

ზონ ფადლიმ ქართველი კოლეგა ვიეტნამში მიიწვია და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების როლზე ისაუბრეს. მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიეტნამის წარმომადგენლობით პალატის ვიცე-სპიკერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ზონ ფადლი საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მზარდ ინტერესზე მეტყველებს ვიეტნამელი ტურისტების რაოდენობაც. მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41