ირაკლი კობახიძე ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 12:43

 ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს, ალი აბდ ელ აალის შეხვდა. ალი აბდ ელ აალიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეგვიპტელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და ამ საქმეში, მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში უკვე შექმნილია ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, აქტიურად იმუშავებს. მხარეები მეგობრობის ჯგუფების გაცვლითი ვიზიტის შესახებ შეთანხმდნენ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5