ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 12:12

ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე მივიდა.

ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნორვეგიული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს მოინახულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41