ირაკლი კობახიძე სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ორშაბათი, 03 აპრილი, 2017 - 11:51

 ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე დღეს სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, მელვინ ბოუვას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ სურინამი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა. მხარეები, ამ მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სურინამის მხარე საქართველოში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. ირაკლი კობახიძემ მელვინ ბოუვას სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო და საქართველოს პარლამენტის სახელით, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებს გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები გაცვლით მაღალი დონის ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51