საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაკაში დაიწყო

შაბათი, 01 აპრილი, 2017 - 16:13

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ვიზიტს იწყებს. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ირლანდიის, ეგვიპტის, კანადის, ბრაზილიის, ჩინეთის,იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდონეზიის, შრი-ლანკის, ფიჯის და სხვა ქვეყნების პარლამენტების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანია: პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება; აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რეგიონებში საქართველოსადმი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის მობილიზება. ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატების პარალელურად, ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს წამყვან და პოლიტიკურად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან. ამავდროულად, ცვალებადი საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით, უმთავრეს ამოცანად რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართულებით.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ზემოაღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებენ. საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო ფორუმია, რომელიც 171 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი 1-5 აპრილს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში იმართება და მისი მთავარი თემაა: „უთანასწორობის აღმოფხვრა:ღირსების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის“. ასამბლეის სხდომა 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიხსნება.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაზე ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51