სასტუმრო “ჰოლიდეი ინ“-ში თბილისის ძიუდოს გრან პრის კენჭისყრა გაიმართა

ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017 - 17:48

 სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში თბილისის ძიუდოს გრან პრის პრესკონფერენცია და კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ძიუდოს გრან პრი 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში" ჩატარდება. საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც თბილისი მეოთხედ უმასპინძლებს მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 38 ქვეყნის 262 სპორტსმენი.

თბილისის გრან პრის საპრიზო ფონდი, რომელიც წლეულს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება 100 000 დოლარია. ტურნირი 31 მარტს და ასევე 1 და 2 აპრილს დილის 11:00 საათიდან დაიწყება, 31 მარტს 16:30 წუთზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ცერემონია, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან გაიმართება.

სპორტსმენები მედლებისათვის 7-7 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ, გრან-პრის გამარჯვებული ძიუდოისტები 700 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ფულადი პრემის სახით კი ადგილები შესაბამისად 3000, 2000 და 1000 დოლარს მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისის გრან პრიზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა, მამაკაცთა შორის ტატამზე 28 სპორტსმენი წარდგება, ქალთა შორის კი 8. ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდან წლევანდელ გრან პრიზე ევროპის ჩემპიონი (2013) და მსოფლიოს პრიზიორი (2015), ასევე გრან პრისა და გრან სლემის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული - ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ევროპის ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2015, 2013) და გრან პრის ტურნირების 3- გზის ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ), ევროპული თამაშების და ასევე ევროპის ჩემპიონი (2015), მსოფლიოს პრიზიორი (2015) და საერთაშორისო ტურნირების ასევე მრავალგზის ჩემპიონი - ადამ ოქრუაშვილი (+100), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი (2016), 2015 წლის თბილისის გრან პრის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100),

ქალთა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2015) -  მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი (2015) და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016) ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებენ. თბილისის გრან პრი 2017-ის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე გადაიცემა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43