საქართველოს მსოფლიო რბენის დამაარსებელი ესტუმრა

ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017 - 17:46

World Run 2017-ის ორგანიზატორებთან და პარტნიორებთან შესახვედრად ავსტრიიდან საქართველოში ერთი დღით ფონდ Wings for Life-ის დამფუძნებელი  ჰაინც კინიგადნერი, ჩამოვიდა.

ფონდის დამფუძნებელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის.

2017 წელს მსოფლიო რბენა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. World Run-ის პარტნიორები არიან ფედერაცია „სპორტი ყველასთვის" და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

„თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, ფონდ Wings for Life- ის დამფუძნებელი ჰაინც კინიგადნერი,  ფედერაციის „სპორტი ყველასთვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩები, პროექტის პარტნიორები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

შეგახსენებთ: წლევანდელ გარბენზე საქართველოდან პირველი დარეგისტრირდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტას ხეობაში 7 მაისს გაიმართება.

"მსოფლიო რბენა" 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ას ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება. საქართველო უკვე მეოთხე წელია უერთდება პროექტს. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადაირიცხება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com და 4 მაისს, 15 საათზე დასრულდება.

2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო  უმასპინძლებს 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო თავის ადგილს იმკვიდრებს. ყველა ეს ღონისძიება თუ ასპარეზობა იმავე მიზანს ემსახურება, რასაც Check in  Georgia - მეტი ადამიანი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, გაატაროს საუკეთესო დრო, მიიღოს პროფესიული გამოცდილება, დაისვენოს და მონიშნოს საკუთარი ყოფნა საქართველოში მსოფლიო რუკაზე.

წელს, მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საქართველო 70-მდე ქვეყნის უამრავ ვიზიტორს ელის. საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილი.  

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61