მიწა ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - გიორგი გახარია

ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017 - 18:50

მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხის საპასუხოდ განუცხადა.

„დიდი ალბათობით არ არის სწორი, რომ კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებული ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რა თქმა უნდა, რეგულირება საჭიროა და ეს არის ცალკე სამუშაო საკანონმდებლო კუთხით. ადრეც მაქვს ნათქვამი და ეხლაც გავიმეორებ, რომ მიწა არის ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ საკითხზე ამ მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც არ შეიძლება იყოს ხანმოკლე.

„ეს სერიოზული, ფუნდამენტური თემაა, რომელსაც შეიძლება გარკვეული დრო დაჭირდეს იმიტომ, რომ ეს გახლავთ მიწის შესახებ კანონი. ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს, რადგან მსგავს თემებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად შესაძლებელი კონსენსუსის საფუძველზე“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5